გიორგი გახარია - შეუძლებელია, პოლიციის 40 000 თანამშრომელი ერთ დღეში გახდეს სრულიად ახალი ადამიანი

შეუძლებელია, პოლიციის 40 000 თანამშრომელი ერთ დღეში გახდეს სრულიად ახალი ადამიანი, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა მთელი საზოგადოების ინტერესშია, ამიტომ რეფორმის პროცესში საზოგადოებასა და სამართალდამცავ სისტემას შორის თანამშრომლობა აუცილებელია.

„პოლციელიც ჩვენი საზოგადოების ნაწილია. ჩვენ ვამბობთ ასეთ რამეს - შეუძლებელია ერთ დღეში პოლიციის 40 000 თანამშრომელი გახდეს სრულიად ახალი ადამიანი. ჩვენ ვამბობთ, რომ რეფორმების გარეშე და რეფორმების შინაარსობრივი ნაწილის გარეშე ერთ დღეში სახეცვლილ პოლიციას ვერ მივიღებთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინმეს რაიმე ინდულგენციას ვაძლევთ. ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ცნობად სახეებსაც ასეთ ინდულგენციას ვერ მივცემთ. ჩვენ საზოგადობასთან ერთად გვესმის, რომ გვჭირდება შინაარსობრივი რეფორმები. ამ შინაარსობრივი რეფორმების არსი უნდა მდგომარეობდეს როგორც საკადრო პოლიტიკის, საგანმანათლებლო ნაწილის, ასევე, მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზმებში, რათა ეს გაუცხოეობის ელემენტი ნელ-ნელა გადავლახოთ. გამართული, პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა ჩვენი საზოგადობის ინტერესშია. ჩვენ ასევე გვესმის, რომ საზოგადოებას არ აქვს ვალდებულება, ითმინოს პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ ერთ დღეში მსგავსი შედეგის დადგომა შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ საზოგადოებას, რეფორმირების პროცესში იყოს ჩვენთან ერთად. ჩვენ ამ პირობის და ამ მოთხოვნის უფლებას გვაძლევს ის მაქსიმალური ტრანსფარენტულობა, რომელსაც ვაპირებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა