რუსთავში ავტომობილი კედელს შეეჯახა, რის შემდეგაც მთლიანად დაიწვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ რუსთავში, თბილისის ქუჩაზე. გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი "შკოდას" მარკის მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი საწილიდან გადავიდა და შენობის კედელს დაეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა მძღოლმა გადმოსვლა მოასწრო. წინასწარი ინფორმაციით, შეჯახებისას ავტომანქანაში მხოლოდ მძღოლი იჯდა, მან სხეული მსუბუქი დაზიანება მიიღო. ადგილზე მობილიზებული იყო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური, საპატრულო პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ცეცხლის შედეგად მთლიანად დაიწვა ავტომანქანა, დაშავებული მძღოლი კი კლინიკა ,,რუსთავში" გადაიყვანეს. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს