ქართველ დიპლომატს, რომლის მეუღლე კონტრაბანდისთვის უკრაინაში დააკავეს, როტაციიდან გამოიწვევენ

ქართველი დიპლომატი, რომლის მეუღლე კონტრაბანდისთვის უკრაინაში დააკავეს, როტაციიდან გამოწვეული იქნება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

"გიდასტურებთ, რომ საქართველოს მოქალაქის მხრიდან, რომელიც ფლობდა დიპლომატიურ პასპორტს, უკრიანის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა კანონდარღვევას. ეს ადამიანი უწყების თანამშრომელი არ გახლავთ. იგი არის დიპლომატის მეუღლე. უკრაინელმა სამართალდამცველებმა მის მიმართ გაატარეს შესაბამისი ღონისძიებები. მას დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი. რამდენიმე თვეში გაიმართება სასამართლო პროცესი და დადგინდება ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა",- აცხადებენ საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ უკრიანელმა მესაზღვრეებმა გამოავლინეს დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც უკრაინის საზღვარზე კონტრაბანდული სიგარეტის გადატანას ცდილობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა