კახა კალაძე ხანძრის ადგილზე არსებულ ვითარებას ეცნობა

სასტუმრო "რუმს თბილისში" არსებული ვითარების გასაცნობად შემთხვევის ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მივიდა.მას ჟურნალისტებთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, შენობის გარე ფასადზე ხანძარი არ შეინიშნება და სავარაუდოდ ცეცხლი სასტუმროს შიდა მხარესაა გაჩენილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო მანქანა და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები. მოქალაქეები "სასტუმროდან" ევაკუირებულნი არიან. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო