წინასწარი ინფორმაციით, "რუმს თბილისში" ცეცხლი მეხუთე სართულდან გავრცელდა

წინასწარი ინფორმაციით, სასტუმრო "რუმს თბილისში" ცეცხლი მეხუთე სართულდან გავრცელდა. კონკრეტულად რამ გამოიწვია ხანძარი, ამ ეტაპზე უცნობია. მეხანძრეები ამჟამადაც ხანძრის ლოკალიზებას ცდიილობენ.

ადგილზე არსებულ ვითარებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე ეცნობა. სასტუმრო "რუმს თბილისთან" ის ცოტა ხნის წინ მივიდა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, შენობის გარე ფასადზე ხანძარი არ შეინიშნება. ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო მანქანა. მოქალაქეები "სასტუმროდან" ევაკუირებულნი არიან. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა