ვალერი ჩეხერია - ყველა სტუმარი არის ევაკუირებული და გადაყვანილი არიან სასტუმრო „ჰოლიდე ინში“

სასტუმრო „რუმს თბილისის“ დირექტორის, ვალერი ჩეხერიას განცხადებით, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი უმნიშვნელოა და სულ ორი ოთახი დაზიანდა.

როგორც მან შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, როგორც კი სასტუმროს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება, დაიწყება დალაგება და სასტუმრო ხვალვე დაიწყებს ფუნქციონირებას.

„ყველა სტუმარი არის ევაკუირებული. ისინი გადაყვანილი არიან სასტუმრო „ჰოლიდე ინში“, არავინ დაშავებულა - არც სტუმარი და არც თანამშრომელი, რადგან მოხდა ძლიან სწრაფი რეაგირება როგორც სახანძრო სამსახურის, ასევე, ჩვენი თანამშრომლების მხრიდან.

ჩეხერიას ინფრმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

„აჭარა ჯგუფის“ მმართველი დირექტორის ინფორმაციით კი, ხანძარი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია. მისივე თქმით, მიზეზს გამოძიება დაადგენს. როგორც ბერულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხანძარი მეხუთე სართულზე სხვენში გაჩნდა. „ყველაფერი არის მოგვარებული, ჩვენი ყველა სტუმარი გადაყვანილია ჩვენს მეორე სასატუმროში“, - განაცხადა ბერულავამ.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს