"დინამოს" სტადიონთან ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

"დინამოს" სტადიონთან, ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ერთი ქალი მძიმე მდგომარეობაში გადაყვანილია სტაციონარში. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

"დინამოს" სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა