საქართველოს დღეს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს დღეს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი და პირველი ლედი, რიტა სარგსიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, სომხეთის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, კათოლიკოს-პატრიარქთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

სერჟ სარგსიანის ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც შედგება ასევე საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების პირისპირ და დელეგაციებთან ერთად, გაფართოებული ფორმატის შეხვედრები. სასახლეშივე ქართული და უცხოური მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.

სერჟ სარგსიანი საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო