გიორგი გახარია - თუ დადასტურდება პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება, თითოეული პოლიციელი აგებს პასუხს, თუმცა, ზვიად რატიანსაც მოუწევს ახსნა-განმარტების გაკეთება

იმ შემთხვევაშიც, თუ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა ზვიად რატიანის მხრიდან, პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება და უფლებამოსილების გადამეტება ამით ვერ გამართლდება, თუმცა, უფლებამოსილების გადამეტების ფაქტიც დასადასტურებელია, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ „იმედის კვირის“ ეთერში, პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებული ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.

„ეს სამწუხარო ფაქტია. მე არ მინდა კონკრეტულ დეტალებში შესვლა და მარტივად აგიხსნით რატომ - ვფიქრობ, რომ ჩვენი მიზანი, აღვადგინოთ ნდობა სამართალდამცავსა და მოქალაქეს შორის, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ჩვენი ყველა ნაბიჯი იყო გათვლილი იმაზე, რომ მსგავსი ექსცესი და ინციდენტი არ მომხდარიყო. მე ვერ ვიტყვი ფაქტობრივად ზუსტად იქ რა მოხდა, ამისთვის არსებობს სასამართლო და პროკურატურა, თუმცა, ვფიქრობ, რომ მოვიდა დრო, ჩვენ ამ სტიგმიდან, როდესაც სუბიექტურად თუ ობიექტურად ერთმნიშვნელოვნად ვადანაშაულებთ მოქალაქეს ან პოლიციელს, არ არის სწორი. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი ერთმანეთის მიმართულებით. უნდა მივცეთ საშუალება სასამართლოს და პროკურატურას, დეტალურად განიხილონ ეს საკითხები“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, თუ დადასტურდება პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, თითოეული პოლიციელი აგებს პასუხს, თუმცა, ამავდროულად ზვიად რატიანსაც მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა და ახსნა-განმარტების გაკეთება, ჰქონდა თუ არა ადგილი მისი მხრიდან პოლიციელის შეურაცხყოფას ან წინააღმდეგობის გაწევას.

„დარწმუნებული ვართ, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ზვიად რატიანის პოზიციას იცავენ, ის ადამიანები არიან, ვინც ჩვენ აუცილებლად გვჭირდება იმ რეფორმების გასატარებლად, რომელიც მომავლისთვის გვაქვს დაგეგმილი. ამ ადამიანების მხარდაჭერის და საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე ამ რეფორმების გატარება უბრალოდ რთული იქნება. ჩვენ ვპირდებით ყველას, რომ ვიქნებით მაქსიმალურად გახსნილები, თუმცა ობიექტურობა იქნება ჩვენი ძირითადი პრინციპი“, - განაცხადა გახარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს