ლაშა ბუღაძე - მოვითხოვთ გვაჩვენონ ის მოძალადეები, რომლებიც ზვიად რატიანს გაუსწორდნენ

მოვითხოვთ გვაჩვენონ ის მოძალადეები, რომლებიც ზვიად რატიანს გაუსწორდნენ, - ამის შესახებ, გუშინ, ქართველი მწერლების სახელით გამართულ პრესკონფერენციაზე, ლაშა ბუღაძემ პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ლაშა ბუღაძემ აღნიშნა, საზოგადოება ითხოვს მკაცრ და ამავდროულად მკაფიო რეაგირებას სახელმწიფოს მხრიდან და არა თვალთმაქცობას. ”ჩვენ ვფიქრობთ, რომ შსს-ს განცხადება არის უტიფრული განცხადება, იმ ფონზე, თუ როგორ აწამეს ზვიად რატიანი. გაუგონარი ფაქტი მოხდა. ზვიად რატიანი საზოგადოებისთვის ცნობილია და ამგვარად მოექცნენ, წარმოიდგინეთ ის საზოგადოებისთვის უცნობი რომ იყოს, როგორ მოექცეოდნენ. პროკურატურა მას რა საქმეებს შეუკერავდა, კაცმა არ იცის. მოვითხოვთ მოძალადეები, რომლებიც ზვიად რატიანს გაუსწორდნენ, საჯაროდ გახდნენ ცნობილი, რათა ყველამ ვიცოდეთ, როდესაც სახელმწიფო წარმომადგენელი პოლიციელი ძალადობს, ეს დანაშაულია. ამიტომ ვითხოვთ, რათა ვიცნობდეთ მათ სახეებზე და ვიცოდეთ მათი სახელები და გვარები. სხვა შემთხვევაში ისინი ძალადობას გააგრძელებენ”, - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

ამასთან, მწერლების აზრით, საჭიროა გამოძიება იმ ჩანაწერით დაინტერესდეს, სადაც ზვიად რატიანის არაადამიანური მოპყრობა უნდა იყოს ასახული.

როგორც ცნობილია, საპოლიციო კონტროლის ფარგლებში სამართალდამცველებმა პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს. რატიანი შსს-ს მასზე ფიზიკურ და მორალურ ზეწოლაში ადანაშაულებს. შსს-ში კი აცხადებენ, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს, რითაც არ აძლევდა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას. ამჟამად რატიანი გათავისუფლებულია, გამოძიება კი გრძელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს