კახა კალაძემ „ახალ ტფილისში“ გახსნილი საახალწლო ბაზრობა დაათვალიერა

თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად „ახალ ტფილისს“ ესტუმრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, დედაქალაქის მერმა "ახალ ტფილისში" გახსნილი საახალწლო ბაზრობა დაათვალიერა და იქ წარმოდგენილ პროდუქციას გაეცნო.

კახა კალაძემ ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა, მოსახლეობას კი „ახალ ტფილისში“ და დედაენის ბაღში მისვლისკენ მოუწოდა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით, "საქართველოს ბანკს" ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ეს აღმაშენებელი მთლიანად "საქართველოს ბანკის" მიერ არის მორთული. ეს ჯიხურებიც, თავიანთი სტარტაპერები ჰყავთ შემოყვანილი და რაც მთავარია -პროდუქტი, რომელიც იყიდება, არის საქართველოში ნაწარმოები, ქართული და კარგია ზოგადად, საშობაო - საახალწლო განწყობა და ძალიან მიხარია, რომ ბევრი ადამიანია გამოსული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ახალ ტფილისში“ საახალწლო ბაზრობა 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს