კულტურის სამინისტროში „პარაორკესტრის“ კონცერტი გაიმართება

კულტურის სამინისტროში, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა ხიდის“ ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მუსიკალური ორკესტრის - „პარაორკესტრი“ კონცერტი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, კონცერტი დღეს 17:00 საათზე ჩატარდება.

”მუსიკალური ორკესტრი -„პარაორკესტრი“, რომელიც ყველა კატეგორიის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს აერთიანებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა ხიდმა“ 2014 წელს დააფუძნა.

ორგანიზაციის მიზანია არტთერაპიის საშუალებით აღნიშნული სპექტრის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია. ორკესტრის რეპერტუარშია, როგორც კლასიკოსი, ასევე, თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები, მუსიკა კინოფილმებიდან, ჯაზური კომპოზიციები და სხვა.

„პარაორკესტრი“ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ფუნქციონირებს - სამინისტრო ყოველწლიურად უწყობს ხელს პარაორკესტის შემოქმედებით საქმიანობას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა