ირაკლი კობახიძე დასავლეთ ქრისტიანულ სამყაროს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დასავლეთ ქრისტიანულ სამყაროს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. როგორც კობახიძის მილოცვაშია აღნიშნული, მაცხოვრის შობა არის განწმენდის, ხსნისა და განახლების სიმბოლო და საწყისი ახალი, ნათელი ცხოვრებისა.

„დასავლეთ ქრისტიანული სამყაროს დიდ ნაწილს ვულოცავ მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! მაცხოვრის შობა არის განწმენდის, ხსნისა და განახლების სიმბოლო და საწყისი ახალი, ნათელი ცხოვრებისა. ესაა დღესასწაული, რომელიც გამორჩეულია ყველა ქრისტიანისთვის და განსაკუთრებით, ჩვენი ხალხისთვის, რადგან ქრისტიანობა ქართველი ერის ჩამოყალიბების ფუნდამენტად იქცა.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვულოცავ ყველას, ვინც ამ ბრწყინვალე დღესასწაულს დღეს ზეიმობს. მშვიდობიან, წარმატებულ და სიყვარულით სავსე ცხოვრებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს!“, - ნათქვამია კობახიძის მილოცვაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა