გიორგი მარგველაშვილი - მოითხოვეთ ქართული ნაწარმი, ამით თქვენ აძლიერებთ ჩვენს ქვეყანას და წვლილი შეგაქვთ თქვენი ახლობლების ეკონომიკურ ყოფაში

მოითხოვეთ ქართული ნაწარმი, ამით თქვენ აძლიერებთ ქართულ წარმოებას, ჩვენს ქვეყანას და თქვენი წვლილი შეგაქვთ ადამიანების დასაქმებაში, თქვენი ახლობლების, თქვენი მეგობრების ეკონომიკურ ყოფაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კამპანია "მოითხოვე ქართულის" დასკვნით ღონისძიებაზე განაცხდა.

მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ემსახურება. "უფრო მეტი მეწარმე შემოუერთდა ამ ინიციატივას. ჩვენ ამ პროცესის შუაში შევქმენით დაგროვებითი ბარათი, რომელიც უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. დღეს, როდესაც გავესაუბრე რამდენიმე მეწარმეს, მათ ერთმანეთი სწორედ ამ პროცესის ფარგლებში იპოვნეს, შექმნეს ბიზნესკავშირები და კიდევ უფრო მეტდ აძლიერებენ თავის ბიზნესს.

მადლობა მინდა გითხრათ ქართველ მეწარმეებს, ვინც ქმნით ქართულ დოვლათს. მინდა მოგიწოდოთ, რომ როდესაც მიბრძანდებით საყიდლად, მოითხოვოთ ქართული. თქვენ ამით აძლიერებთ ქართულ წარმოებას, აძლიერებთ ჩვენს ქვეყანას და თქვენი წვლილი შეგაქვთ ადამიანების დასაქმებაში თქვენი ახლობლების, თქვენი მეგობრების ეკონომიკურ ყოფაში. ახლა, წინასაახალწლო დღეებში მინდა ყველა თქვენგანის ოჯახი იყოს სავსე ხვავით და ბარაქით, იყოთ განწყობილი სადღესასწაულოდ. როდესაც საქართველოს და მის მომავალს ადღეგრძელებთ, ძალიან მინდა ეს სუფრა იყოს რაც შეიძლება ქართული პროდუქციით დამშვენებული. ამ ყოფითი პატრიოტიზმით თქვენ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ ქართული ქვეყნის სიძლიერისთვის", - განაცხადა მარგველაშვილმა.

კამპანია "მოითხოვე ქართული" 2017 წლის აპრილში დაიწყო და ჯამში მილიონ 200 ათასი ლარის პროდუქციაა გაყიდული. კამპანიის ფარგლებში მოეწყო 6 გამოფენა, აქედან ერთი პოლონეთში. კამპანიის მიზანი ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაა.

კამპანიის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულები შორენა კვირკველია, გოგა ჩანადირი და ანა ვარდოშვილი გახდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს