„ლაქტალის ინთერნეიშენალის“ მიერ 15 თებერვლის შემდეგ წარმოებული ბავშვთა კვების პროდუქტებს ქსელიდან სრულად ამოიღებენ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მიიღო ახალი შეტყობინება, რომელიც ეხება პრევენციული ღონისძიებების მიზნით, ფრანგული კომპანია „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ მიერ 2017 წლის 15 თებერვლის შემდეგ წარმოებული ბავშვთა კვების პროდუქტების სარეალიზაციო ქსელიდან სრულად ამოღების ვალდებულებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, აღნიშნული შეტყობინება ყველა იმ ქვეყანას გაეგზავნა, სადაც ხდება ამ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის იმპორტი.

სააგენტოს მითითებით და ზედამხედველობით, ფრანგული კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში - “ლაქტალის ჯორჯია” „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ წარმოებული ყველა სახის პროდუქტის ქსელიდან ამოღებას ახორციელებს. საქართველოში „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ წარმოების მხოლოდ „სელიას“ ბრენდის შემდეგი პროდუქტებია იმპორტირებული: CELI LF NEUTRE 400G X12 PROMAT, CELIA Expert 1 400g, CELIA Expert 1 900g, CELIA Expert 2 900g, CELI EXPERT 2 400 g, CELI EXPERT 3 900 g, CELI EXPERT 3 400G, CELIA Nutrition 1 300g, CELIA Nutrition 3 300g, CELIA PRE 400g, CELI AR 400G, CELI HA NEUTRE 400G, CELI MAMA 400G.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება