მიხეილ ამაშუკელმა ნაძალადევის რაიონის 19-ე ოლქის მოსახლეობას 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები გააცნო

თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი წევრი მიხეილ ამაშუკელი, გამგებელთან ირაკლი ხელაძესთან ერთად, ნაძალადევის რაიონის 19-ე ოლქის მოსახლეობას შეხვდა და მათ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები გააცნო. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საკრებულიდან აცნობეს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად, მომავალ წელს კიკვიძის ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რისთვისაც ბიუჯეტში 2 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

გარდა კიკვიძის ბაღის რეაბილიტაციისა, მიხეილ ამაშუკელის თქმით, რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მათ შორის, მოხდება მთავარი და შიდა გზების, ასევე ეზოების, კორპუსებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაცია.

მისივე თქმით, 2019 წლიდან, ნაძალადევის რაიონში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობაც დაიწყება.

მიხეილ ამაშუკელი მოსახლეობას სხვადასხვა სოციალურ პროგრამებზეც ესაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ბიუჯეტში გარკვეული მატებაა გათვალისწინებული.

,,ჩვენი პრიორიტეტი სოციალურად დაუცველთა რიცხვის მინიმუმამდე დაყვანაა’’,-განაცხადა დეპუტატმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს