კახა კალაძე - დარჩა უბნები, სადაც ვერ მოხერხდა საახალწლო ილუმინაციების მოწყობა, მომავალში უფრო კარგად მოვემზადებით

დარჩა უბნები, სადაც ვერ მოხერხდა საახალწლო ილუმინაციების მოწყობა. მომავალში უფრო კარგად მოვემზადებით და უფრო ლამაზი იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, განახლებულ აღმაშენებელზე საახალწლო ბაზრობა დაათვალიერა და დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქის გახსნას დაესწრო.

თბილისის მერმა აღმაშენებლის გამზირის საახალწლოდ მორთვისთვის „საქართველოს ბანკს“ მადლობა გადაუხადა. „ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან აღმაშენებელი მთლიანად „საქართველოს ბანკის“ მიერ არის მორთული, ეს ჯიხურებიც, თავიანთი სტარტაპერები ჰყავთ შემოყვანილი და რაც მთავარია, პროდუქტი, რომელიც იყიდება, არის საქართველოში ნაწარმოები. საშობაო, საახალწლო განწყობაა და ძალიან მიხარია, რომ ბევრი ადამიანი არის გამოსული. 7 იანვრამდე ასე იქნება და ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, შეეძლება გამოვიდეს როგორც დედაენის ბაღში, ასევე ახალ აღმაშენებელზე, სადაც სასიამოვნო გარემო დახვდებათ“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კრიტიკას იმის თაობაზე, თუ რატომ არ არის საახალწლო ილუმინაციები აღმაშენებლის გამზირის ძველ რეაბილიტირებულ ნაწილში, კალაძე ამბობს, რომ ძველი აღმაშენებლიც გაკეთებულია და მისი გაფორმება დღეს დასრულდება. „დარჩა კონკრეტული რაიონები, უბნები, სადაც ვერ მოხერხდა ილუმინაციების მოწყობა. მომავალში უფრო კარგად მოვემზადებით და უფრო ლამაზი იქნება“, - დასძინა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს