საკრებულოს მაჟორიტარები მოსახლეობისთვის ბიუჯეტის პრიორიტეტების გაცნობას განაგრძობენ

თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ალექსანდრე ხუჯაძემ მოსახლეობას 2018 წლის დედაქალაქის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები გააცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოს პრესსამსახურიდან აცნობეს.

ალექსანდრე ხუჯაძის განცხადებით, ბიუჯეტით განსაზღვრული თანხის დიდი ნაწილი რაიონში ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება. მისივე თქმით, თანხის ნაწილი ნაძალადევის რაიონში სადრენაჟე-სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის გამოიყოფა. რაიონში ასევე, სპორტული მოედნები და სკვერები მოეწყობა.

საკრებულოს მაჟორიტარი წევრის თქმით, ბიუჯეტში თანხები გამოყოფილია სოციალური მიმართულებითაც. კერძოდ, თანხის გარკვეული ნაწილი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტების თანადაფინანსებაზე იქნება მიმართული.

2018 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში ერთ-ერთ პრიორიტეტად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამაც რჩება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა