გვატემალა საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს

გვატემალა ისრაელში საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს. ამის შესახებ გვატემალას პრეზიდენტმა ჯიმი მორალესმა განაცხადა.

„დღეს ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს. ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა გვატემალას საელჩოს იერუსალიმში დაბრუნება გახდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განკარგულება მივეცი, რომ შესაბამისი პროცედურები დაიწყონ“, - განაცხადა გვატემალას პრეზიდენტმა.

6 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და განკარგულება გასცა ისრაელში აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის შესახებ.

21 დეკემბერს კი გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 128 ხმით რეზოლუცია მიიღო აშშ-ს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს მხარი დაუჭირა გვატემალამ, ჰონდურასმა, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, მიკრონეზიამ, ნაურუმ, პალაუმ, და ტოგომ. კიდევ 35 სახელმწიფომ თავი შეიკავა რეზოლუციაზე კენჭისყრისას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს