სამართალდამცავებმა „ვისოლის“ ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ბ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, ჩარგლის ქუჩაზე, კომპანია „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურში შეიჭრა, ოპერატორს დანის მუქარით 290 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მათივე ცნობით, გ.ბ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო უწყების ინფრომაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს