სოფიო შამანიდი კათოლიკურ ეკლესიაში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო და მრევლს ქრისტესშობის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი ქრისტეშობის საზეიმო ლიტურგიას ღვთისმშობლის ამაღლების სახელობის თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში დაესწრო და საზეიმო ლიტურგიაზე დამსწრე მრევლს პრეზიდენტის მილოცვა გააცნო.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შამანიდიმ ლიტურგიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის მილოცვა კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსს ჯუზეპე პაზოტოს პირადად გადასცა.

“პრეზიდენტის სახელით მინდა მივულოცო ჩვენს თანამემამულეებს, ვინც დღეს აღნიშნავს შობის დრესასწაულს, შობა. ვუსურვო მათ კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, ბედნიერება, მშვიდობა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. პრეზიდენტმა 2018 წელი გამოაცხადა თავისუფლების წლად, თავისუფლება არის ყოველდღიური ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი საკუთარი უფლებისთვის, მე მინდა მოგიწოდოთ, რომ არ დავიღალოთ ამ ბრძოლაში”, - განაცხადა სოფიო შამანიდიმ.

სადღესასწაულო მესა საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა ჯუზეპე პაზოტომ ჩაატარა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს