გიორგი მარგველაშვილმა შობის დღესასწაული გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შობის დღესასწაული გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს მიულოცა.

”ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ შობას ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.

მაცხოვრის შობა ჩვენი თავისუფლებისა და განახლების მაუწყებელია. სხვათა თავისუფლებისათვის თავგანწირვა ქრისტეს ცხოვრების არსია. სწორედ ამ უზენაესი ზნეობრივი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფასეულობის ჩვენ ყოველდღიურობაში გასაძლიერებლად მომდევნო, 2018 წელი თავისუფლების წლად გამოვაცხადე.

მჯერა, რომ ყველამ ერთად უნდა შევასხათ ხორცი თანამედროვე საქართველოს უმთავრესი შემოქმედის, ილია ჭავჭავაძის ხედვას თავისუფალი საქართველოსი, როგორც მშვიდობის-მყოფელი სავანის და სინდისის თავისუფლების ადგილისა ყველასათვის. ვუერთდები თქვენ სიხარულს.

დაე, თავისუფლებისადმი რწმენის ამ დიდმა დღესასწაულმა სიყვარული და მშვიდობა მოიტანოს თქვენ ოჯახებსა და ჩვენ სამშობლოში”, - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა