სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქის ინტრონიზაციის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, ილია მეორის ინტრონიზაციის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს.

წირვას სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან, ტაძრის მღვდელმსახურებთან და ჩამოსულ სასულიერო სტუმრებთან ერთად აღავლენს. სვეტიცხოველში ასევე იმყოფებიან სხვადასხვა ეკლესია-მონასტრის ბერ-მონაზვნები და სასულიერო პირები. სტუმრები კი ძირითადად რუსეთის ეკლესიიდან არიან ჩამოსული.

ტაძარში უკვე იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად. სვეტიცხოველში მთავრობის სხვა წევრებსაც ელოდებიან.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს.

უწმინდესს დღევანდელ დღეს პრემიერი სვეტიცხოველში მიულოცავს და ტაძარში შეკრებილ საზოგადოებას მიმართავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო