სასტუმრო „თბილისი რუმსთან“ სახანძრო და საპატრულო ჯგუფები კვლავ რჩებიან

სასტუმრო „თბილისი რუმსთან“ ერთი სახანძრო ჯგუფი კვლავ მობილიზებულია. ამჟამად მეხანძრე-მაშველები სამუშაოში ჩართული არ არიან.

ადგილზე მობილიზებულია ასევე პოლიციის ერთი ჯგუფი. როგორც მაშველები პირად საუბრებში აცხადებენ, ისინი ყოველი შემთხვევისთვის, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე რჩებიან ადგილზე.

რაც შეეხება სასტუმროს ადმინსიტრაციას, წუხელ „თბილისი რუმსში“ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. როგორც სასტუმროს დაცვამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სასტუმროს ადმინისტრაცია ამჟამად თათბირს მართავს და განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილის ინფორმაციით, სასტუმრო „რუმს თბილისში“ ხანძარი მე-5 სართულის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა, სადაც განთავსებულია საკომუნიკაციო და სავენტილაციო შახტები და გამწოვები. მისივე თქმთ, სასტუმროს საცხოვრებელ ნომრებში ხანძარი არ ყოფილა.

„შეტყობინება ხანძრის შესახებ 00:31 საათზე შემოვიდა. ადგილზე მობილიზებული იყო 15 ერთეული სახანძრო-სამაშველო დანაყოფი, მათ შორის - სამი სამაშველო და ორი მექანიკური. დაახლოებით 3-4 წუთში ადგილზე გამოცხადდა პირველი ორი დანაყოფი, რომლებმაც მცხოვრებთა ევაკუაცია განახორციელეს. ეს პროცესი ძალიან სწრფად ჩატარდა. დაახლოებით 5 წუთში მცხოვრებლები შენობის გარეთ იყვნენ. ხანძრის შედეგად მეხუთე სართულის სასხვენო გადახურა იწვოდა. დაიწვა დაახლოებით 180 კვმ ფართობი. დაშავებული არავინაა“, - განაცხადა დავით გელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა