აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები 2017 წელს 84 019 უცხოელ ვიზიტორს მოემსახურა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები 2017 წელს 84 019 უცხოელ ვიზიტორს მოემსახურა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს. მათივე ცნობით, წლის განმავლობაში რეგიონში მდებარე 9 ცენტრში უცხოელ ვიზიტორებს რეგიონის ტურისტული პროდუქტების, ღირსშესანიშნაობებისა და ობიექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეეძლოთ.

„ჩვენი ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები გამორჩეულია თავისი სერვისებით. ჩვენთან ტურისტს შეუძლია მიიღოს ყველა ტიპის ინფორმაცია რაც ტურიზმს, რეგიონში დასვენებასა და მოგზაურობას უკავშირდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ტურისტული ობიექტები, ღირსშესანიშნაობები, მარშრუტები თუ ტრანსპორტის საშუალებები. ჩვენ აქტიურ ტურისტულ სეზონზე 24 საათის განმავლობაში და ზოგადად, მუდმივად ვცდილობთ ტურისტებს გავუმარტივოთ რეგიონში მოგზაურობა და რაც მთავარია, შევაყვაროთ მათ ჩვენი რეგიონი. ამისთვის მუდმივად ხდება ინფორმაციების განახლება და თანამშრომლების გადამზადება, რაც საბოლოო ჯამში მაღალ სერვისსა და კმაყოფილ ტურისტებში აისახება“, - აცხადებს საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების ხელმძღვანელი მაია მიქაშავიძე.

ცნობისთვის, აჭარაში ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები განთავსებულია ხუთივე მუნიციპალიტეტში და ბათუმში. ქალაქში ის ტურისტებს საბაგიროსთან, ბულვარში, ბათუმი ცენტრალში, აეროპორტსა და სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ემსახურება.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა