დავით გაბაიძემ ხიხაძირელებს „ტბელობა“ მიულოცა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიხაძირში ტრადიციულ სახლხო დღესასწაულს - „ტბელობას“ დაესწრო.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღსლესი საბჭოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თავის მისასალმებელ სიტყვაში ტბელ აბუსერისძის ღვაწლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დავით გაბაიძემ ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავებისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ წმინდანად შერაცხულმა ტბელ აბუსერისძემ არა მხოლოდ ხიხაძირი და აჭარა, არამედ სრულიად საქართველო ასახელა.

სახალხო ზეიმზე ტრადიციული ტბელ აბუსერისძის სახელობის პრემიების ლაურეატები დასახელდნენ: ხეობაში აღზრდილ ოთხ შესანიშნავ მეცნიერს - სერგო დუმბაძეს, რამაზ ხალვაშს, დავით ბარათაშვილსა და ონისე სურმანიძეს პრემიები და ლაურეატობის დამადასტურებელი დიპლომები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, პარლამენტარმა ანზორ ბოლქვაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ - გოჩა მელაძემ და ჯუმებრ დიმიტრაძემ გადასცეს. მათ ასევე დააჯილოდეს ხეობაში მცხოვრები 50-მდე წარჩინებული უფროსკლასელი.

„ტბელობის“ დღესასწაული ხულოს კულტურის ცენტრისა და ხიხაძისრის კულტურის სახლთან არსებულმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა გაალამაზეს.

სახალხო ზეიმის დაწყებამდე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ ხიხაძირის კულტურის სახლის რეაბილიტირებული შენობა საზეიმოდ გახსნეს. მისი რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 110 ათასი ლარი გაიხარჯა.

წელს „ტბელობა“ მაღალმთიანეთში 38-ედ აღინიშნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა