სოფო კილაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ნაძალადევის N17 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი სოფო კილაძე ამომრჩევლების წინაშე ერთი წლის საქმიანობის ანგარიშით წარსდგა.

პარლამენტის ინფორმაციით, წლის განმავლობაში, მაჟორიტარის ბიუროს 2800-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა განცხადებით, აქედან 1800-მდე - დაკმაყოფილდა; ჩატარდა ათობით საგანმანათლებლო აქტივობა; გაიმართა 8 საქველმოქმედო ღონისძიება; გაიხსნა 1 სოციალური საწარმო - სამკერვალო, სადაც დასაქმდა 10 სოციალურად დაუცველი და დევნილი ქალი.

„ჩემთვის, როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთ-ერთი წევრისთვის, მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. აღნიშნულ პროექტში მეორე მნიშვნელოვანი საკითხია დევნილთა დასაქმება, ასევე, მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა. ეს არის საწარმო, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე იმუშავებს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი თქმით, საქველმოწმედო ღონისძიებების ციკლის „ბავშვები ბავშვებისთვის“ ფარგლებში, მოეწყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხა - 450 ლარი გადაეცა მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში, ადამიანის უფლებათა კვირეულში გაიმართა შეხვედრები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, ჩატარდა ტრენინგები სკოლებში.

სტუდენტებისათვის გაიმართა „სოციალური იდეების კონკურსი“ – „გახადე შენი ქალაქი უკეთესი“.

სოფო კილაძის ინიციატივით შემუშავდა სოციალური მუშაკის ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებული სრულიად ახალი კანონპროექტი. მისი ინიციტივაა, ასევე, ბავშვის უფლებათა კოდექსის შემუშავება. სოფო კილაძე იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის შემუშავების პროცესში.

პრეზენტაციის შემდეგ, ნაძალადევის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, რომელშიც ნაძალადევის რაიონის საჯარო სკოლების, ბავშვთა ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლების წევრები მონაწილეობდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა