ლევან იზორია აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს, გენერალ რობერტ ნელერს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს, გენერალ რობერტ ნელერს შეხვდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-საქართველოს შორის სამხედრო სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან იზორიამ სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სწორედ, აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალები ამზადებს ქართველ სამხედროებს საქართველოსა და გერმანიაში იმისათვის, რომ მათ ავღანეთის რესპუბლიკაში საპასუხისმგებლო მისია შეასრულონ. მხარეებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნების მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალები მრავალეროვნულ სამხედრო სწავლების - Agile Spirit-ის მომზადებაში აქტიურად არის ჩართული. შეხვედრაზე სურვილი გამოითქვა, რომ Agile Spirit-ს საზღვაო კომპონენტიც დაემატოს.

თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ სტუმარს კათოლიკური შობა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე, ასევე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაური ქართველ და საქართველოში მყოფ ამერიკელ სამხედროებს შეხვდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს