ძლიერმა ქარმა დედოფლისწყაროსა და სიღნაღში პრობლემები შექმნა. ცენტრალურ ტრასაზე მოგლეჯილია ხეები, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. ძლიერი ქარის შედეგად ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და ღამის განმავლობაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დედოფლისწყაროს მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ელექტროენერგიის უზრუნველსაყოფად კი, დილიდან მუშაობა მიმდინარეობს.