მამუკა კიკალიშვილი - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომავალი სამი წლის განმავლობაში, წყალმომარაგების სისტემის განახლებაში 200 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომავალი სამი წლის განმავლობაში 200 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს წყალმომარაგების სისტემის განახლებაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანიის ოპერაციების მართვის დირექტორმა მამუკა კიკალიშვილმა სასტუმრო „რედისონში“ განუცხადა, სადაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ 2017 წლის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს.

როგორც მამუკა კიკალიშვილმა განაცხადა, 2017 წელს თბილისის წყალმომარაგების, ინფრასტრუქტურის განახლებაში 80 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, 200 ქუჩაზე 190 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვალა, რის შედეგადაც თბილისის წყალმომარაგების სისტემა კიდევ უფრო სტაბილური გახდა.

„ასევე შეიცვალა ინფრასტრუქტურული ელემენტები, მაგალითად ვანტუზები, ურდულები, რამაც მკვეთრად გააუმჯობესა ჩვენი ქსელის სტაბილური მდგომარება და რა თქმა უნდა, ბევრად უფრო სტაბილური გახდება 2018 წელს წყალმომარაგება. ჩვენ ასევე დიდი პროექტები განვახორციელეთ და მჭიდროდ ვითანამშრომლეთ მერიასა და გამგეობებთან. მაგალითისთვის აღვნიშნავ პეკინის გამზირს, რომელიც საკმაოდ რთული პროექტი იყო. ასევე, ქუჩების რეაბილიტაცია განხორციელდა. 200 ქუჩიდან მინდა რამდენიმე ქუჩა გამოვყო, ეს გახლავთ: ასათიანის ქუჩა, ამაღლების ქუჩა, კახეთის გზატკეცილი, რომლებსაც ასევე წარმატებით ჩაუტარდათ რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანი იყო უბნების მიხედვით რეაბილიტაცია, მაგალითისთვის: ვარკეთილი-3, სადაც მოსახლეობა წუხდა სტაბილური წყალმომარაგების არ ქონის გამო. შესაბამისად, იქაც ინფრასტრუქტურა მთლიანად შეიცვალა, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს ამ უბნის წყალმომარაგებას. მინდა აღვნიშნო ასევე ის, რომ ურბანული განვითარების კუთხით ისეთი უბნების გაწყლიანება მოხდა, სადაც აქამდე არ ჰქონდათ ქსელები, ასეთი არის მაგალითად ივერთუბანი. შესაბამისად, ასეთი პროექტების განხორციელებას 2018 წელს კვლავ გავაგრძელებთ, ქსელის 30% უკვე გამოცვლილია. ამ ინვესტიციების დიდი ნაწილი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის სამი წლის განმავლობაში“, - განაცხადა მამუკა კიკალიშვილმა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებიან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და ასევე ეკონომიკის ექსპერტები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო