ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მხილებაზე - უწყება იქნება შეურიგებელი და უკომპრომისო თითოეული მსგავსი ფაქტის მიმართ

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ამხილეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდებათ. სამინისტროს განცხადებით, უწყება იქნება შეურიგებელი და უკომპრომისო თითოეული მსგავსი ფაქტის მიმართ და მას მოჰყვება მკაცრი რეაგირება სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან.

”საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სამი თანამშრომელი ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გამოვლენილ კანონდარღვევის ფაქტზე არ მოახდინეს რეაგირება, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არ დაუშვებს სამინისტროს სისტემაში დანაშაულის არცერთ ფაქტს და ყველა მოხელის მიმართ, ვინც ჩაიდენს არაკანონიერ ქმედებას, ბოროტად გამოიყენებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მიიღება კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომები. კანონის უზენაესობა, მკაცრი და ამავე დროს, სამართლიანი საგადასახადო ადმინისტრირება, გადამხდელზე ორიენტირებული მომსახურების სისტემის გაძლიერება -ესაა ის პრინციპები, რომელსაც ღირსეულად ემსახურება ფინანსთა სამინისტროს თითოეული თანამშრომელი. გამომდინარე აქედან, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამინისტროს სისტემაში დანაშაულის ნებისმიერი ფაქტი. ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ იქნება შეურიგებელი და უკომპრომისო თითოეული მსგავსი ფაქტის მიმართ და მას მოჰყვება მკაცრი რეაგირება სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან. დადგენილი პროცედურების თანახმად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულებს შეუწყდებათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება”, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა