ვიეტნამის ხელისუფლებამ ქარიშხალ „ტემბინის“ მიახლოების გამო, 650 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა

ვიეტნამის ხელისუფლებამ ქარიშხალი „ტემბინის“ მიახლოების გამო, დაახლოებით 650 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ამის შესახებ გამოცემა VnExpress იუწყება.

შაბათ ღამე ქარიშხალმა სამხრეთ ჩინეთის ზღვის ტერიტორიას მიაღწია. ვარაუდობენ, რომ ის ვიეტნამს თავს დღეს საღამოს დაატყდება. ქარიშხლის სიჩქარე საათში 25 კილომეტრს შეადგებს, ხოლო ქარიშხლის ზონაში - საათში 135 კილომეტრს.

გუშინ, ვიეტნამის პრემიერ-მინისტრმა ნგუენ სუან ფუკმა სამხრეთ პროვინციების ადგილობრივ ხელისუფლებას განკარგულება მისცა მოახლოებული ქარიშხალისთვის მოემზადონ.

ყველაზე მასშტაბური ევაკუაცია ბაკლეუს პროვინციაში მიმდინარეობს, სადაც სახლები 350 ათასმა ადამიანმა დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ქარიშხალ „ტემბინის“ ფილიპინებზე 200 ადამიანი ემსხვერპლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა