რელიგიის საკითხთა სააგენტო ილია მეორეს აღსაყდრების დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრების დღეს ულოცავს. დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინტრონიზაციის დღეა.

”საქართველოს უახლეს ისტორიაში პატრიარქს გამორჩეული როლი აკისრია, განსაკუთრებით - დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ. ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არც ერთ მოვლენას არ ჩაუვლია პატრიარქის უშუალო მონაწილეობის გარეშე. განუზომელია პატრიარქის ღვაწლი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრების დღეს და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მხნეობას უსურვებს მას”, - აცხადებენ სააგენტოში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა