რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის ფარგლებში, ტრენინგებს განაგრძობს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის 2017-2018 წ.წ. ფარგლებში ტრენინგებს განაგრძობს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში ჩატარებული ექვსი სემინარის შემდგომ სააგენტოს თანამშრომლები ქალაქ ზუგდიდში იმყოფებიან და სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით განაგრძობენ ტრენინგებს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების გადამზადების მიზნით რელიგიური შემწყნარებლობის, ძალადობის და რელიგიის ან რწმენის ნიშნით დისკრიმინაციის საფუძვლით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების კუთხით კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

25 დეკემბერს, შოთა მესხის სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგი - ,,ადამიანის უფლებები და რელიგიური შემწყნარებლობა".

ლექცია თემაზე - „სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, კონკორდატი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნა, ფუნქციები და საქმიანობა“ - წაიკითხა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მთავარმა იურისტმა ვალერიან ლილუაშვილმა; საქართველოში გავრცელებულ რელიგიებსა და მათ ისტორიაზე მსმენელებს ესაუბრა სააგენტოს საინფორმაციო - ანალიტიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი, სერგო ფარულავა; თემაზე - რელიგიის თავისუფლება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით - ლექცია წაიკითხა რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა დავით დავითაშვილმა. ლექციების შემდეგ, ტრადიციულად, სააგენტოს თანამშრომლებმა უპასუხეს მსმენელთა კითხვებს.

ტრენინგის მეშვიდე სემინარში მონაწილეობდნენ ქ. ზუგდიდისა და ადგილობრივი რეგიონალური სამმართველოების დეტექტივ-გამომძიებლები, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის 50 თანამშრომელი.

ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის 2017-2018 წ.წ. ფარგლებში, ტრენინგები გრძელდება და ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა