მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული საახალწლო აქსესუარები საახალწლო ბაზრობაზე იყიდება

დედაენის ბაღში, საახალწლო ბაზრობაზე, მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული საახალწლო აქსესუარები იყიდება.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა მიერ სპეციალურად საახალწლო ბაზრობისთვის დამზადებული ხელნაკეთი ნივთები, ჩანთები, სხვადასხვა სახის სუვენიერები, მათ შორის, საახალწლო აქსესუარები შეიძინოს.

მსჯავრდებულების ნივთების რეალიზაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს, ხოლო ნივთის გაყიდვიდან მიღებული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე დაერიცხებათ.

საახალწლო ბაზრობა დედაენის ბაღში 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით მოეწყობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა