საქართველოში კიბერუსაფრთხოება ისწავლება მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამაზე

საქართველოს უნივერსიტეტი საგანმანათლებლო ბაზარზე წამყვანი უნივერსიტეტია, რომელმაც მოწინავე ადგილი დაიმკვიდრა არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის სწავლებით, არამედ ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებითაც.

საქართველოს უნივერსიტეტის 6 სკოლიდან ერთ-ერთი ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლაა, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს ცოდნის მიღებას თანამედროვე საინფორმაციო, კომპიუტერული, საინჟინრო და ფუნდამენტური მეცნიერებების მიმართულებებით.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ერთ - ერთი საბაკალავრო ფაკულტეტი ინფორმატიკაა, რომლის სასწავლო პროგრამებიც შედგენილი ასაუკეთესო საერთაშორისო აკადემიების პროგრამების მიხედვით და აქ სწავლება ინოვაციური მეთოდებით მიმდინარეობს.

გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის პროგრამის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან სულხან სულხანიშვილთან:

რით არის გამორჩეული საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა?

ჩვენი საბაკალავრო პროგრამა გამორჩეულია იმით, რომ აქ სწავლება ინოვაციური მოდულებით მიმდინარეობს. პირველი ეს არის კიბერ უსაფრთხოების მოდული, რომელიც მოიცავს ინტერნეტთან და ინტერნეტ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხების უსაფრთხოებას, ინფორმაციის დაცვას და სხვა. აღსანიშნავია, რომ ეს მოდული მხოლოდ ჩვენს ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამაზე ისწავლება.

მეორე ეს არის ხელოვნური ინტელექტის მოდული, რომელიც დღეს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია და ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ხელოვნური ინტელექტიმართავს პროცესებს. საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მომზადებულები შეხვდნენ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.

გარდა ამისა, სტუდენტს, რომელიც აირჩევს კომპიუტერული ქსელის მოდულს, ან მონაცემთა ბაზების მოდულს, ეძლევა შანსი, საგნის წარმატებული გავლის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი ისეთი კომპანიების როგორიცაა:Cisco, Oracle, Microsoft.

ვთანამშრომლობთ ასევე, საქართველოში ერთ - ერთ მძლავ კომპანიასთან, როგორიცაა Lemondo, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს ისწავლონ და მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდილება მობილური აპლიკაციების თუ კომპიუტერული თამაშების შექმნაში.

კიდევ რა უპირატესობები აქვთ საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის სტუდენტებს?

ინფორმატიკის პროგრამა გამოირჩევა იმითაც, რომ აქ ასწავლიან პრაქტიკოსი ლექტორები, რომლებიც მუშაობენ წამყვან კომპანიებში და ხელს უწყობენ სტუდენტების დასაქმებას.

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მემორანდუმები გაფორმებული სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, სადაც ვაგზავნით მაღალკურსელებს სტაჟირებაზე. სწორედ ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ჩვენი კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი ძალიან მაღალია.

კიდევ ერთი უპირატესობა, რომელიც ჩვენს პროგრამას აქვს არის ის, რომ სტუდენტებს, ძირითად, პროგრამულ საგნებთან ერთად,შეუძლიათ სურვილისამებრ გაიარონ მათთვის საინტერესო საგნები და მიიღონ მრავალმხრივი ცოდნა. სპეციალობების არჩევანი კი მრავალფეროვანია: კიბერუსაფრთხოება, კომპიუტერული ქსელები, სისტემური ადმინისტრატორი, პროგრამისტი, მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი, მობილური აპლიკაციების დეველოპელი, web დეველოპერი.

https://www.ug.edu.ge/page/full/31

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო