აჭარის მთავრობა - ბათუმის ზღვისპირა ბულვარი 2018 წელს საზეიმოდ მორთული და ახალი სტილის ნაძვის ხით შეხვდება

წელს, პირველად, ბათუმში, ზღვისპირა ბულვარი საზეიმოდ მორთული და ახალი სტილის ნაძვის ხით შეხვდება ახალ 2018 წელს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

საახალწლო განათება და ნაძვის ხე კოლონადებთან ოფიციალურად, 29 დეკემბერს, 18:00 საათზე აინთება. საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით უკვე მოირთო კოლონადების მიმდებარე ტერიტორია და დამონტაჟდა მანათობელი დეკორატიული თაღი, ასევე ლედ პროექციით განათდა ბულვარის კოლონადები. საახალწლო აქსესუარებით საუცხოოდ მოირთო „ბამბუკების ხეივანი“.

ამ დღესთან დაკავშირებით, ბულვარის კოლონადებთან წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართება. შესრულდება ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმელი შემსრულებლები, კერძოდ: გიორგი ბერიძე, მამუკა გოგიტიძე, ადგილობრივი ბენდები (sound lab live). პარალელურად, ინდივიდუალური ავტორების მიერ შესრულებული საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი კომპოზიციები, ფოტო კუთხეები. ზღვისპირა ბულვარში მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა საკონდიტრო კომპანიებისა და პროფესიული კოლეჯების მიერ წარმოდგენილი მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროდუქცია დააგემოვნონ. თოვლის ბაბუა ამ საოცარ ზღაპრულ გარემოში მარხილით შემობრძანდება და პატარებს საახალწლო ტკბილეულს გადასცემს საჩუქრად. ღონისძიების განმავლობაში ყავის დაგემოვნება მობრძანებული სტუმრებისთვის იქნება უფასო. საახალწლო ღონისძიება ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.

როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, ბათუმის ბულვარი 29 დეკემბერს, ნამდვილ ზღაპრულ სივრცედ გარდაიქმნება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო