რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა კათოლიკეს, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას ქრისტეშობის დღესასწაულს ულოცავს. სააგენტოს ინფორმაციით, 25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო უფლის შობას ზეიმობს.
”მილიონობით ადამიანისთვის ეს ახალი ერის დაწყების დღეა, რომელმაც სამყარო შეცვალა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა კათოლიკეს, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას ქრისტეშობას, მშვიდობას, სიყვარულს, სიკეთეს უსურვებს მათ”, - აცხადებენ სააგენტოში.