საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყველას, ვინც დღეს ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს, დღევანდელ დღეს ულოცავს. პრემიერის განცხადებით, მაცხოვრის შობა ახლის დაბადებისა და განახლების სიმბოლოა.
”შობას ვულოცავ ყველა ჩვენს თანამემამულეს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს. მაცხოვრის შობა ახლის დაბადებისა და განახლების სიმბოლოა, ეს არის სიკეთის, სიყვარულისა და სათნოების დღესასწაული. ყველას ვუსურვებ მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას”, - აცხადებს პრემიერი.