ნოდარ ხადური ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წლისთავს ულოცავს

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წლისთავს ულოცავს. ხადურის განცხადებით, უწმინდესისადმი ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი სიყვარული იმის დასტურია, რომ მისი მოღვაწეობა მიმართული იყო როგორც ეკლესიის, ისე მამულის ერთიანობისა და აყვავებისაკენ.

”დღეს 40 წელი შესრულდა, რაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სათავეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა. უწმინდესისადმი ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი სიყვარული იმის დასტურია, რომ მისი მოღვაწეობა მიმართული იყო როგორც ეკლესიის, ისე მამულის ერთიანობისა და აყვავებისაკენ. ეს სიყვარული დიდი ხანია გასცდა მხოლოდ რელიგიური ლიდერისადმი სიყვარულს. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ პირადად მაქვს შესაძლებლობა მქონდეს ურთიერთობა მის უწმინდესობასთან, ვისმინო მისი ქადაგება, რჩევა, ლოცვა, რომელიც ასე აძლიერებს და აიმედებს სრულიად საქართველოს. უდიდესი კრძალვით და სიყვარულით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელს. ვულოცავ ყველას - მის ორათეულ ათასზე მეტ ნათლულს, მის სულიერ შვილებს, ერსა თუ ბერს, სრულიად საქართველოს”, - აცხადებს ხადური.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს საქართველო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს იზეიმებს.

”ჩვენს პატრიარქს კი 85 წლის იუბილეს მოგილოცავთ. უფალმა გვიძლიეროს და გვიდღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე”, - აღნიშნავს ხადური.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს