„დინამოს“ სტადიონთან ხანძრის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი დამწვრობის ცენტრში რჩება

ცაბაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვრობის ცენტრში მოთავსებული ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, 58 წლის ქალს ხანძრის შედეგად სხეულის 40% აქვს დამწვარი, 29 წლის კაცს კი 20%. მისივე ინფორმაციით, ორივე მათგანს აღენიშნება დამწვრობითი შოკი და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.

დიდუბის რაიონის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის განცხადებით კი, გამგეობა ცდილობს მოიძიოს ხანძრის შედეგად გარდაცვლილების ახლობლები, რათა მათ პატრონობა გაუწიონ მიცვალებულებს.

”ვეძებთ ოჯახის ახლობლებს, ვისაც შეუძლია მიცვალებულს პატრონობა გაუწიოს ჩვენი დახმარებით. მიზეზებზე გამოძიების დასკვნამდე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა რასაც მეზობლები ამბობენ, სახლში გაზი არ იყო შეყვანილი. მეორე და მესამე სართულზე ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლების მფლობელებს კი კომპეტენციის ფარგლებში, კანონის შესაბამისად დავეხმარებით”, - განაცხადა ზავრადაშვილმა.

"დინამოს" სტადიონთან, ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. "დინამოს" სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს