ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წლისთავს ულოცავს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წლისთავს ულოცავს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე უშუალოდ პატრიარქს მიმართავს.

”უწმინდესო და უნეტარესო, გილოცავთ აღსაყდრებიდან 40 წლისთავს! ვულოცავ სრულიად საქართველოს, საქართველოს მოსახლეობას, ვისთვისაც მთელი ცხოვრების მანძილზე სიყვარულით, დაუღალავად იღწვით! თქვენ ქართველ ხალხს სწორედ მაშინ მოევლინეთ, როდესაც მას სულიერების გასაძლიერებლად გამორჩეული წინამძღოლი სჭირდებოდა. თქვენი დამსახურებით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალიის აღდგენის საერთაშორისო აღიარება, აღდგა ეკლესია-მონასტრები და ქართველი ხალხი შემობრუნდა რწმენისა და ეკლესიისკენ. 40 წლის მანძილზე, თქვენი ლოცვა და მოღვაწეობა ყოველდღიურად აძლიერებს ჩვენს ხალხს და სამშობლოს. გვაქვს უდიდესი პატივი, რომ თქვენი თანამედროვენი ვართ. თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს პარლამენტის სახელით, გულითადად გილოცავთ აღსაყდრებიდან 40 წლისთავს! ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას გისურვებთ უფლის სადიდებლად და საქართველოს საკეთილდღეოდ”, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო