"კრისტალის" სტიპენდიანტების დაჯილდოება

21 დეკემბერს "კრისტალისა" და ილიაუნის სამართლის სკოლის საერთო პროექტის ფარგლებში ორი სტიპენდიანტი გამოვლინდა. პროექტის გამარჯვებულები თამთა მელიქიძე და მარიამ კეპაშვილი ერთი სემესტრის განმავლობაში, თვეში ერთხელ კრისტალის სტიპენდიას მიიღებენ. საუკეთესო კონკურსანტების შერჩევის პროცესში ჩატარდა ტესტირება და მაღალი ქულის მქონე სტუდენტებთან გაიმართა გასაუბრება. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და თანამშრომლობა ილიას უნივერსიტეტთან კიდევ უფრო გაღრმავდება. დაჯილდოების ცერემონიაზე სტუდენტებს კრისტალისა და ილიაუნის წარმომადგენლებმა მიმართეს:

“თქვენ ცხოვრების ძალიან საინტერესო ეტაპზე ხართ. თქვენი ჩართულობა და იურიდიული განათლება ქვეყნისთვის, რომელიც ახლა შენდება და ქმნის თავის წარმატების პრაქტიკას, არის უსაზღვროდ მნიშვნელოვანი. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ამდენ კარგ იურისტს შევხვდი. თქვენ გაქვთ ჯანსაღი აზროვნება და ეს საზოგადოებას აუცილებლად წინ წაიყვანს,”- მანუჩარ ჩიტაიშვილი, კრისტალის ინოვაციების უფროსი ოფიცერი.

“მე ძალიან ბევრი წახნაგი დავინახე თქვენში. სავარაუდოდ, ყველა თქვენგანი მომავალში სხვადასხვა მიმართულებას აირჩევს, მაგრამ ზუსტად ასეთ ღონისძიებებში იწრთობა ლიდერი. მინდა, რომ კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს განვლილი გზა ჩვენთან ერთად,”- ირაკლი ფორჩხიძე, ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს