ლევან კალანდაძე - კომუნალური ტარიფების დადგენა არ უნდა მოხდეს კომპანიების განვითარების ხარჯზე

მიმდინარე კვირაში სემეკი ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სამომხმარებლო ტარიფებს დაადგენს. ეკონომისტ ლევან კალანდაძის მოსაზრებით, ტარიფების დაწესებისას მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული როგორც მოსახლეობის, ისე კომპანიების ინტერესები, განაცხადა კალანდაძემ. „ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე და სატარიფო რეგულირება, ანუ კომუნალური ტარიფების დადგენა არ მოხდეს კომპანიების განვითარების ხარჯზე. კალანდაძის თქმით, სწორედ კომპანიების განვითარება და მათი გამართულად მუშაობა უნდა იყოს მარეგულირებელი კომისიის მოქმედების მთავარი ამოსავალი. „თუ სახელმწიფოს პოლიტიკა არის დაბალი ტარიფების შენარჩუნება, მაშინ მან უნდა განახორციელოს მიზნობრივი ჯგუფებისთვის კომუნალური ტარიფების სუბსიდირება. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს კომპანიების განვითარების ხარჯზე“, - აცხადებს ლევან კალანდაძე.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა