ზაქარია ქუცნაშვილი - ვისურვებდი, რომ მოქალაქის მხრიდან ძალადობის შემთხვევაშიც პოლიციამ დააკავოს ის, ნაკლები ფიზიკური ზიანის მიყენებით

ვისურვებდი, რომ მოქალაქის მხრიდან ძალადობის, თუ უცენზურო სიტყვების გამოყენების შემთხვევაშიც პოლიციამ შეძლოს, დააკავოს ის, რაც შეიძლება ნაკლები ფიზიკური ზიანის მიყენებით, რომ მერე ეს სალაპარაკო არ გახდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა პოეტ ზვიად რატიანის დაკავების საკითხის შეფასებისას განაცხადა.

ზაქარია ქუცნაშვილმა რატიანის დაკავების საქმიდან გამომდინარე დეპუტატ კარბელაშვილის საქმე გაიხსენა და განაცხადა, რომ შეიძლება სხვას ამტკიცებდეს დაკავებული, მაგრამ ვიდეოკადრების გასაჯაროების შემდეგ სულ სხვა ამბავი აღმოჩნდეს.

"რატიანის შემთხვევასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ შორს მიმავალ დასკვნებს. საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან დაკავშირებითაც გვახსოვს როცა ამბობდნენ, რომ ცასავით მართლები იყვნენ პოლიციასთან მიმართებაში, მაგრამ როცა გასაჯაროვდა ვიდეოკადრები, აღმოჩნდა რომ შეუფერებლად იქცეოდნენ. გვახსოვს "ნაციონალური მოძრაობის" პატლამენტის წევრის, კარბელაშვილის შემთხვევა, რომელიც გვარწმუნებდა, რომ პოლიციამ ცემა, მაგრამ სულ სხვა ხასიათის კადრები აღმოჩნდა და მას მოუწია საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდა. ამიტომ, რატიანის შემთხვევაში არ გავაკეთებ ნაადრევ დასკვნებს. ვისურვებდი, რომ მოქალაქის მხრიდან ძალადობის, თუ უცენზურო სიტყვების გამოყენების შემთხვევაშიც პოლიციამ შეძლოს დააკავოს ის, რაც შეიძლება ნაკლები ზიანის მიყენებით, რომ მერე ეს სალაპარაკო არ შეიქმნას", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

ზაქარია ქუცნაშცილი საპოლიციო რეიდების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამაში საგანგაშო არაფერია და პრევენციული მოქმედებები მართებულია.

"ვინ დადის იარაღით, ეს შეიძლება პოლიციამ იცოდეს იმ შემთხვევაში, თუ აგენტი დააბეზღებს ან თუ იმდენად ხილულია იარაღის ტარება საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე, რომ პოლიცია შეამჩნევს...

თუ ადამიანს ბოროტი განზრახვა არ აქვს, რატომ უნდა დადიოდეს იარაღით ქალაქში?!

უმჯობესია, რომ უხერხულობა შეიქმნას პრევენციის ეტაპზე, ვიდრე ჩვენ გვყავდეს ფიზიკურად, სულიერად ან მატერიალურად დაზარალებული მოქალაქეები", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო