ეკა ბესელია - საპოლიციო კონტროლი საჭიროა საზოგადოების უსაფრთხოებისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავი დაცულად იგრძნონ

საპოლიციო კონტროლი არის საჭირო საზოგადოების უსაფრთხოებისთვის, რომ დაცულად იგრძნონ ჩვენმა მოქალაქეებმა თავი, - ამის შესახებ იურიდიულ

საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ქვეყანაში მიმდინარე საპოლიციო კონტროლის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

"საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვის კუთხით ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პრევენციული ღონისძიებები ტარდებოდეს კარგად ორგანიზებულად და იმ დროს და იმ ვითარებაში, როცა როგორც შს მინისტრმა განმარტა, მათ აქვთ გარკვეული ინფორმაცია და საჭიროა ამისთვის პრევენციული ღონისძიებების გამართვა. რა თქმა უნდა, ეს არის საჭირო საზოგადოების უსაფრთხოებისთვის, რომ დაცულად იგრძნონ ჩვენმა მოქალაქეებმა თავი. ასეთი პრევენციული ოპერატიული ღონისძიებები, რა თქმა უნდა, ტარდება და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის დაცული იყოს ყველა პროცედურა და უფლებრივი თვალსაზრისით ბალანსი უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს შორის. მინისტრის განცხადებას, რომ მას აქვს ახლებური ხედვა, რომ იყოს ეს ბალანსი დაცული, მხარს ვუჭერთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც ცნობილია, შსს-მ რამდენიმე დღის წინ ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლი დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა