ზუგდიდის ბაზრის დატბორილი ნაწილი გაიწმინდა

ზუგდიდის ბაზრის ის ნაწილი, რომელიც დატბორილი იყო, გაიწმინდა. საკანალიზაციო მილების გაწმენდითი სამუშაოები საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ განახორციელა.

როგორც კომპანიაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, პრობლემის შესახებ მათ შაბათს, დილით მიმართეს და იმავე დღეს მოხდა ტერიტორიის გაწმენდა.

ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეების განცხადებით, მათ დატბორვის საშიშროება უკვე არ ემუქრებათ და ისინი შეუფერხებლად მუშაობენ.

ზუგდიდის ბაზრის ნაწილი ორი დღის განმავლობაში ძლიერი წვიმის შედეგად იტბორებოდა. მოვაჭრეები ამის მიზეზად საკანალიზაციო მილების ხშირად გაჭედვას ასახელებდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა