აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელს ულოცავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელს ულოცავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ისინი პატრიარქს ჯანმრთელობას, მხნეობასა და გამძლეობას, ერისა და ქვეყნის სასიკეთოდ კიდევ დიდხანს მოღვაწეობას უსურვებენ.

მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია კათოლიკოს პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს, სიონის ტაძარში გამართულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს და მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. წელს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლის იუბილეც აღინიშნება, 2018 წლის 4 იანვარს კი პატრიარქს 85 წელი უსრულდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს