თბილისის მერიამ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი დააჯარიმა

თბილისის მერიამ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი „სითი ინსტიტუტ საქართველო“ დააჯარიმა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ მერიაში განუცხადეს.

მერიის ინფორმაციით, ჯგუფი 140 ათასი ლარით არის დაჯარიმებული. დეტალებზე - თუ რა გახდა „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დაჯარიმების მიზეზი, მერიაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

ამასთან, როგორც მერიაში აცხადებენ, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს ჯარიმის გადასახდელად 10 დღიანი ვადა აქვს.

ცნობისთვის, გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიმდინარე წლის ზაფხული-შემოდგომის პერიოდში „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მიერ შემუშავებული გენერალური გეგმა გასაჯაროვადა და მისი საჯარო განხილვებიც მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ექსპერტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინება და გენერალურ გეგმაში ასახვა მოხდა. შედეგად, გენგეგმის განახლებული ვარიანტი მერიას 20 ნოემბერს წარედგინა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს