ადვოკატი - მოვითხოვთ, არ მოხდეს მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირება

მოვითხოვთ, არ მოხდეს მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირება, - ამის შესახებ დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლაში განაცხადა.

ადვოკატმა ჩაბუქის საქმიანობასა და მისი დაკავების მიზეზებზე ისაუბრა. კვიჟინაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის თურქული მხარისთვის გადაცემა საფრთხის შემცველია, როგორც ჩაბუქისთვის, ასევე მისი ოჯახისთვის.

„ბრალდება არ ემყარება არანაირ მტკიცებულებას, რომლითაც დამტკიცდება დანაშაულის ჩადენა. ორი წლის განმავლობაში, ეს ადამიანი თურქეთში არც ყოფილა და ვერანაირ ქმედებას ის ვერ განახორციელებდა. რაც შეეხება ექსტრადირებას, უნდა გამოირიცხოს, რომ არ მოხდება წამება და არაადამიანური მოპყრობა, მაგრამ ყველა კვლევებით ნათლად ირკვევა, რომ ამ მხრივ თურქეთში არის კატასტროფული ვითარება. ამიტომ მოვითხოვთ, არ მოხდეს ექსტრადირება, რადგან ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების რეალური გამოვლენა“, - განაცხადა ვახტანგ კვიჟინაძემ.

პრესკონფერენციას ჩაბუქის კოლეგები, მოსწავლეები და კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს, თურქეთის მხარის მოთხოვნით თბილისში დააკავეს. დაკავებულს და მის ოჯახს საქართველოს დევნილთა სამინისტრომ ლტოლვილთა სტატუსსზე უარი უთხრა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო